10 დეკემბერი, შაბათი
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთებში — თოვლის სახით. მაღალმთიანეთში — ქარბუქი. მოთოვს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონშიც. ქარის სიჩქარე დასავლეთ საქართველოში წამში 10-15 მეტრი იქნება, ხოლო აღმოსავლეთში — 17-22.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 0-5 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 4-9, მაღალ მთაში ღამით 10-5 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — მინუს 5-0.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 6-1, დღისით პლუს 4-9 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 16-11, ხოლო დღისით — 6-1 გრადუსი ყინვა.
თბილისში მოსალოდნელია ნალექი, ღამით — ძირითადად თოვლის სახით. იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 1, ხოლო დღისით — 5 გრადუსი სითბო.
11 დეკემბერი, კვირა
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში წვიმიანი ამინდი იქნება, ხოლო მთებში მოთოვს. ნალექია მოსალოდნელი აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონშიც, მთებში ასევე მოთოვს. ქვეყნის მაღალმთიანეთში ქარბუქი იქნება. ქარის სიჩქარემ, შესაძლოა, წამში 17-22 მეტრს მიაღწიოს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით 2-7 გრადუსი სითბო იქნება, დღისით — 6-11; მაღალ მთაში ღამით 7-2 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი, ხოლო დღისით — მინუს 1 — პლუს 4 გრადუსი.
აღმოსავლეთის ბარში ღამით იქნება 0-5 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 6-11. მაღალმთიანეთში ღამით იქნება 10-5 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 0-5 გრადუსი სითბო.
თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 2, ხოლო დღისით — 9 გრადუსი სითბო იქნება.
12 დეკემბერი, ორშაბათი
ღამით დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო დღისით — ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მთაში კი — თოვლი. ნალექი იქნება აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონშიც, მთაში — მოთოვს. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრს მიაღწევს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერი 2-7 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 8-13 გრადუსამდე. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 5-0 გრადუსი, ხოლო დღისით — 1-6 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 1 — პლუს 4, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება 12-7 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — პლუს 1-6.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ცვალებადი მოღრუბლულობით. ღამით მოსალოდნელია პლუს 3, ხოლო დღისით — 10 გრადუსი სითბო.