თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 9 დეკემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ისნის და კრწანისის რაიონები
02:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის დასახლების, ელიას მთის, რიყის მიმდებარე ტერიტორიის, გორგასლის, თელეთის, იაკობ ცურტაველის, გრიშაშვილის, ბერძნის, ლორთქიფანიძის, ბექა-ოპიზარის, საბანაძის, წალკის, დეკაბრისტების, ქუმსიაშვილის, 300 არაგველის, გულუას, კრწანისის და ცუცქირიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, მარტყოფის, საინგილოს, ბზიფის, დომინიკ ერისთავის, გალავანის და თეძამის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის, აკაკი წერეთლის გამზირის, გორის, ვორონინის, ფიფიების, ცაბაძის, მიქელაძის და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის და ზემო ვაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, ცოტნე დადიანის II კვარტლის, კამალოვის, სვანეთის, გულრიფშის, თამარაშვილის, კავთისხევის, მახინჯაურის, ჭყონდიდელის, ხევსურეთის, ლეჩხუმის, დეპოს, ნიკო მარის, მრევლიშვილის, წიკლაურის, ლიკანის, საჭილაოს, სააკაძის, მანჯგალაძის, გომბორის, ჯანელიძის, მეჯვრისხევის, სუმბათაშვილ-იუჟინის, საყვირის, კოხრეიძის, ავშნის და რეხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის VI მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.