კადრების ოპტიმიზაცია, თუ შემცირება?

© Sputnik / Alexander Imedashviliკულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კადრების ოპტიმიზაციის გეგმასთან დაკავშირებით კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ეს პროცესი არა კადრების შემცირებას, არამედ ფუნქციების დეტალურად განსაზღვრას გულისხმობს.
კადრების ოპტიმიზაცია, თუ შემცირება?

„ამას შემცირებას არ დავარქმევდი, უბრალოდ, დავარქმევდი ოპტიმიზაციას იმ თვალსაზრისით, რომ თითოეულ თანამშრომელს განესაზღვრება ფუნქცია, განესაზღვრება სამუშაო ადგილი“, — აღნიშნავს მინისტრი.
სახელმწიფო უწყებებში კადრების ოპტიმიზაციის ოთხპუნქტიანი გეგმის იდეას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მთავრობაში განმარტავენ, რომ ეს გეგმა არ გულისხმობს საშტატო ერთეულების მნიშვნელოვან შემცირებას და ორიენტირი, ძირითადად, აღებულია იმაზე, რომ ადმინისტრაციული ხარჯები იყოს დაცული.

ყველა ახალი ამბავი
0