ზემო ლარსი დღეს: ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია

გამოწერა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საქართველოს სამხედრო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

თბილისი, 7დეკემბერი— Sputnik. საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ლიპყინულის გამო,  აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით ტრანსპორტის მოძრაობას კოორდინაციას საპატრულო პოლიცია უწევს.

 

ყველა ახალი ამბავი
0