მანგანუმის უკანონოდ მომპოვებელი კომპანიების ხელმძღვანელები დააკავეს

CC BY-SA 2.0 / Keith Allison / handcuffsეჭვმიტანილის დაკავება, არქივის ფოტო
ეჭვმიტანილის დაკავება, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მანგანუმის უკანონოდ მოპოვების და რამდენიმე ათეული მილიონი ლარის მითვისების ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

ჭიათურაში მანგანუმის უკანონოდ მომპოვებელი კომპანიების მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, უკანონო სამეწრამეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებული არიან ლაშა საღარეიშვილი და ზვიად კუპატაძე, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

112 - Sputnik საქართველო
ჭიათურის მაღაროში მემანქანე დაიღუპა

გამოძიებით დადგინდა, რომ უფრო ადრე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული გიორგი ნინიკაშვილი და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საღარეიშვილი და კუპატაძე ჩართული იყვნენ დანაშაულებრივ სქემაში – დამნაშავეები ლიცენზიის გარეშე მოიპოვებდნენ მანგანუმის მადანს და მისგან იღებდნენ მანგანუმის კონცენტრატს.

მისი რეალიზაციისა და წარმომავლობის შენიღბვის მიზნით დაკავებულებს დაფუძნებული ჰქონდათ შპს-ები „ტრანს მანგანუმი“, „ლარე“, „ლგლ“, „ნიგი“,  „ტექნოლოჯი“, „გეორგიან ნანო ტექნოლოგი +“. ისინი საწარმოებს შორის ფიქტიური ოპერაციების მეშვეობით ნიღბავდნენ მანგანუმის კონცენტრატის წარმომავლობას და ახდენენ მის რეალიზაციას. დაკავებულებმა უკანონოდ მოპოვებული პროდუქციის მეშვეობით ათეულობით მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0