სამართალმცოდნეების აზრით, 2004-2012 წლებში საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებში არაერთხელ შევიდა არამეცნიერული და პოლიტიკური ელფერის ცვლილებები და დამატებები, რომლებმაც ეს ნორმატიული აქტები, ფაქტობრივად, უსარგებლოდ აქცია. ამიტომ მწვავედ დადგა არსებული ნორმატიული ბაზის გადახედვისა და ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სფეროებსა და სოციალურ ცხოვრებაში სამართლებრივი რეგულირების დახვეწის აუცილებლობა.
2007 წელს გამოცხადებულმა სასტიკმა სისხლისსამართლებრივმა პოლიტიკამ და „ნულოვანმა ტოლერანტობამ“ გაამკაცრა სისხლის სამართლის, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სისხლის სამართლის საპროცესო ნორმები, რომლებიც შეცვლას მოითხოვს. უფრო მეტიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ შეაფასა კრიტიკულად მოქმედ საკანონმდებლო აქტებში 2004-2012 წლებში ქვეყნის პოლიტიკური ხელისუფლების მიერ შეტანილი ცვლილებები. წამოიჭრა მიღწეულის კიდევ ერთხელ გადახედვისა და, მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, მათში შესაბამისი კორექტივების შეტანის აუცილებლობა.
ამ სამუშაოს ჩატარებას საქართველოს ხელისუფლება უახლოეს მომავალში აპირებს. პროცესში ჩაერთვებიან იურისტ-სამართალმცოდნეები, ქვეყნის შემოქმედებითი და სამეცნიერო წრეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები.
რა კეთდება საამისოდ, რა ეტაპზეა სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნა, რომელმაც ახალი საკანონმდებლო აქტები უნდა შეიმუშავოს და რომლის შესახებაც თავის საპროგრამო სიტყვაში ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წლის ნოემბერში პარლამენტის სხდომაზე?
სწორედ ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ დისკუსიის მონაწილეები:
— სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გია მეფარიშვილი;
— სამართლის დოქტორი, პროფესორი ვენედი ბენიძე;
— სამართლის დოქტორი, ადვოკატი გიორგი ქოიავა;
— საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვაჟა აბაკელია.
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი:
დავით აღმაშენებლის გამზირი №61. მე-5 სართული, С-ბლოკი.
ინფორმაციისთვის დარეკეთ: 555 90 89 77.