კინო თბილისში: რა ვნახოთ 8-11 დეკემბერს

გამოწერა
თავზეხელაღებული საახალწლო კორპორატივები, ბრედ პიტის და მარიონ კოტიარის ჯაშუშური სიყვარული და ფსიქოლოგიური თრილერები მოდის ვარსკვლავებისგან- Sputnik-საქართველო ყველაზე ცხელი კინოპრემიერების და საინტერესო ფილმების მიმოხილვას გვთავაზობს, რომლებიც კინომანებმა არ უნდა გამოტოვონ.

8 დეკემბრიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:

„ოფისის საშობაო წვეულება“ (Office Christmas Party) —ჯოშ გორდონის და უილ სპეკის თავზეხელაღებული კომედია. როდესაც გმირის და, კომპანიის გენერალური დირექტორი, ძმას მისი ფილიალის დაკეტვით ემუქრება. ის ეპიკური საშობაო წვეულების მოწყობას გადაწყვეტს. ამას წვეულებების მიმართ სიყვარულის გამო არ აკეთებს, არამედ დიდი კლიენტის ხელში ჩაგდების და ფირმის გადარჩენის გამო. თუმცა მხიარული დღესასწაული კონტროლს სცდება. მთავარ როლებშია ჯენიფერ ენისტონი, ჯეისონ ბეიტმანი, ოლივია მანი და თიჯეი მილერი. ფილმს გააჩნია  ასაკობრივი შეზღუდვა18+.

„მოკავშირეები“(Allied) —„ფორესტ გამპის“ შემქმნელის რობერტ ზემეკისის სამხედრო დრამა — მარიონ კოტიარით და ბრედ პიტით მთავარ როლებში. მოვლენები მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. საიდუმლო დავალების შესრულებისას კანადის დაზვერვის ოფიცერი მაქს ვატანი ფრანგ მარიან ბოსეჟურს გაიცნობს. მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ ისინი ქორწინდებიან და საცხოვრებლად ლონდონში გადადიან. ერთი წლის შემდეგ მაქსი შეიტყობს, რომ მარიანი გერმანულ დაზვერვასთან კავშირია ეჭვმიტანილი. მან ან მისი უდანაშაულობა უნდა დაამტკიცოს, ან მოკლას ის. საგულისხმოა, რომ ამ ფილმის გადაღების მერე ბრედ პიტი თავის მეუღლეს ანჯელინა ჯოლის გაშორდა, მედიამ კი ამაში მარიონ კოტიარი დაადანაშაულა.

„ღამის ცხოველები“, (Nocturnal Animals) — ცნობილი დიზაინერის და რეჟისორის ტომ ფორდის ახალი ფსიქოლოგიური თრილერი. მთავარ როლებშია ჯეიკ ჯილენჰოლი და ემი ადამსი. მთავარი გმირი სიუზენი ლოს-ანჯელესში მდიდრულად ცხოვრობს. მას შესანიშნავი ქმარი ჰყავს და საკუთარი გალერეა აქვს. ერთხელ ქალი ყოფილი მეუღლისგან მოულოდნელ ამანათს მიიღებს, ის შეხვედრას და მისი ახალი რომანის წაკითხვას ითხოვს. სიუზენი ვერ ხვდება, რომ ხელნაწერის გადაშლისას ის წარსულში დაბრუნდება. ის გატაცებით კითხულობს წიგნს და თავის ურთიერთობებს ყოფილ ქმართან გადახედავს. წიგნი კი მისი მისამართით მინიშნებებითა და გამოცანებით არის სავსე.

უკვე თბილისის კინოთეატრებშია ფანტასტიკური ფილმი „სხვა სამყარო: სისხლის ომები“ (Underworld: Blood Wars) ქეით ბეკინსეილით მთავარ როლში და მელ გიბსონის სამხედრო დრამა „ჰაქსოს გმირი“ (Hacksaw Ridge).

თბილისის კინოთეატრებში ისევ ნახავთ ჯაშუშურ კომედიას „ჯაშუში მეზობლად“ (Keeping Up with the Joneses) და ჯოან როულინგის წიგნის მიხედვით გადაღებულ ფილმს „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“ (Fantastic Beasts and Where to Find Them)
საბავშვო მულტფილმები — მულტფილმი „მოანა“ და „შრეკის“ შემქმნელებისგან კომედია „ტროლები“.

სასიამოვნო კონოჩვენებას გისურვებთ!

ყველა ახალი ამბავი
0