იუნესკო ევროპარლამენტის რეზოლუციას თვალს მიადევნებს

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკშიSputnik
Sputnik - Sputnik საქართველო
გამოწერა
იუნესკო მომავალშიც დაიცავს საინფორმაციო საშუალებების მიერ ინფორმაციებისა და მოსაზრებების მოძიებისა და თავისუფლად გავრცელების უფლებებს, აღნიშნულია Sputnik-ისთვის გამოგზავნილ წერილში.

თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მიმართვაზე პასუხად იუნესკოს კომუნიკაციებისა და ინფორმაციის დეპარტამენტმა გამოგზავნა წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ იუნესკო „დაიცავს საინფორმაციო საშუალებების მიერ ინფორმაციებისა და მოსაზრებების მოძიებისა და თავისუფლად გავრცელების უფლებებს“ და 23 ნოემბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით „ვითარებას კვლავ ყურადღებით დააკვირდება“. იუნესკომ ასევე დაარწმუნა Sputnik-ი, რომ „ორგანიზაცია დაარსებიდან მუშაობს იმ საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების განვითარებაზე, რომლებიც სახელმწიფოებრივი საზღვრებისა და ურთიერთობების საშუალებებისგან დამოუკიდებლად ინფორმაციის ან იდეის მოძიების, მიღებისა და გავრცელების უფლების უზრუნველყოფაზეა მიმართული“.

ოფიციალური წერილი, რომელსაც ხელს აწერს იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე კომუნიკაციებისა და ინფორმაციის საკითხებში ფრანკ ლა რუ, სააგენტომ მას შემდეგ მიიღო, რაც ევროკავშირის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციები, როგორც მესამე მხარეების პროპაგანდის წინაღობა“. დოკუმენტი მიმართულია ევროკავშირში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე და არსობრივად აბრკოლებს ისეთი საინფორმაციო საშუალებების საქმიანობას, როგორიცაა RT და Sputnik-ი. სააგენტოსადმი მხარდაჭერა თავიანთ გამოსვლებში უფრო ადრე დააფიქსირეს ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ფილიპ ლერუმ და ჟურნალისტთა ევროპის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რიკარდო გუტიერესმა. მათ მიღებული რეზოლუცია გააკრიტიკეს.

იუნესკოს წერილში, კერძოდ, აღნიშნულია: „იუნესკო, გამოიყენებს რა ყველა ხელმისაწვდომ შესაძლებლობას, მომავალშიც დაიცავს საინფორმაციო საშუალებების უფლებებს, მოიძიონ და თავისუფლად გაავრცელონ ინფორმაციები და მოსაზრებები, ასევე მხარს დაუჭერს პროფესიული ეთიკის პრინციპების მიმდევარ და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე ჟურნალისტებს. მადლობას გიხდით, რომ ყურადღება მიაქციეთ ამ საკითხს (რეზოლუციის მიღებას). დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ იუნესკო ვითარებას მომავალშიც ყურადღებით დააკვირდება“.

რეზოლუცია „ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციები, როგორც მესამე მხარეების პროპაგანდის წინაღობა“ ევროპარლამენტმა 23 ნოემბერს მიიღო. რეზოლუციის მიღების შემდეგ საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების დამცველ ევროპულ და ამერიკულ ორგანიზაციებს მოუწოდა, რეზოლუციის შედეგების აღსაკვეთად ზომები მიიღოს. შესაბამისი წერილი ევროკავშირში სიტყვის თავისუფლებაზე შეტევის შეჩერების თხოვნით, რომელსაც ხელს აწერს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, გაეგზავნა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის გაეროსა და იუნესკოს.

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ახალი ამბები სადღეღამისო რეჟიმში გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0