ჟესტებით გამოხატული ებრაული ტრაგედია

© პირადი არქივიგურამ ბათიაშვილი
გურამ ბათიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურამ ბათიაშვილი საუბრობს თავის პიესაზე, რომელიც რეჟისორმა ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრში დადგა და რომლის პრემიერაც თბილისში აპრილის თვეში გაიმართა. სულ მალე სპექტაკლი ისრაელის თეატრალურ ფესტივალზე წარდგება.
ჟესტებით გამოხატული ებრაული ტრაგედია

„რეპეტიციები რომ მიმდინარეობდა, დამირეკა კომპოზიტორმა ვახტანგ კახიძემ და მითხრა, ტექსტი სულ გამოგვეცალა ხელიდანო“, — ამბობს Sputnik-თან საუბრისას მწერალი გურამ ბათიაშვილი.

გურამ ბათიაშვილი – მწერალი, დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მსოფლიოს ებრაელთა კონგრესისა და სიონისტური ორგანიზაციის გამგეობების წევრი. მისი დოკუმენტური დრამა "კოტე მარჯანიშვილის ოთხი დღე" ბათუმის დრამატულ თეატრში დაიდგა, პიესა "ლალი, სიყვარული და სხვები" დაიდგა 1976 წელს მოსკოვის ნ. გოგოლის სახელობის თეატრში. გურამ ბათიაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "ვალი" წლების მანძილზე არ ჩამოდიოდა ქუთაისისა და რუსთავის თეატრების სცენიდან.

ყველა ახალი ამბავი
0