ფასების მითითება ლარში სავალდებულო გახდება, დოლარში — სურვილის მიხედვით

© FB/LEVAN KALANDADZEლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნებისმიერ საქონელზე ფასების ლარში მითითება მოსახლეობაში ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნას გაზრდის, თვლის ეკონომისტი ლევან კალანდაძე.
ფასების მითითება ლარში სავალდებულო გახდება, დოლარში — სურვილის მიხედვით


„ეს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით კეთდება“, — აცხადებს კალანდაძე.

საქართველოს „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში მომზადდება ცვლილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების ფასის გამოქვეყნება სავალდებულო იქნება ლარით. ეს არ გულისხმობს სხვა ვალუტით ფასის გამოცხადების აკრძალვას. მაგალითად, სამშენებლო კომპანიამ ბინის ფასი უნდა გამოაცხადოს ლარით, ხოლო, სურვილის შემთხვევაში, მიუთითოს ფასი ნებისმიერი სხვა ვალუტით.

ყველა ახალი ამბავი
0