„ევროვიზია 2017“ უკრაინაში გაიმართება: დაფინანსება არის

© FB / UA:Перший"ევროვიზია" უკრაინაში
ევროვიზია უკრაინაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ფინანსთა მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ევროვიზია 2017“, შესაძლოა, უკრაინის ნაცვლად რუსეთში ჩატარდეს.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2017“ უკრაინის ნაცვლად, შესაძლოა, რუსეთში ჩატარდეს, სიმართლე არ არის, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უკრაინის ფინანსთა მინისტრ ალექსანდრ დანილიუკის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

უფრო ადრე გერმანულმა Bild-მა საორგანიზაციო კომიტეტში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ „ევროვიზიის“ ორგანიზატორები 2017 წლის კონკურსის რუსეთში შესაძლო გადატანის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა იქვე დასძინა, რომ მოლაპარაკებების ფაქტი ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ღონისძიება სხვა ქვეყანაში გაიმართება.

ევროვიზია უკრაინაში - Sputnik საქართველო
საქართველოში „ევროვიზია 2017“-ის ეროვნული კონკურსი დაიწყო

„ცოტა ხნის წინ ზოგიერთ საინფორმაციო საშუალებაში გავრცელდა ინფორმაცია „ევროვიზიის“ უკრაინიდან რუსეთში შესაძლო გადატანის შესახებ, თითქოს დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო… ეს ინფორმაცია სიმართლეს არანირად არ შეესაბამება… ჩვენ „ევროვიზიის“ დაფინანსება სრულად უზრუნველვყავით“, — დაწერა დანილიუკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

მან ასევე აღნიშნა, რომ კონკურსისთვის აუცილებელ მზადებას აგრეთვე უზრუნველყოფს საორგანიზაციო კომიტეტი, რომელსაც უკრაინის კულტურის მინისტრი ევგენი ნიშჩუკი უდგას სათავეში.

„ევროვიზია 2016“-ზე უკრაინელმა ჯამალამ გაიმარჯვა. კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა „ევროვიზიის“ ჩატარება კიევში გადაწყვიტა. კონკურსის ნახევარფინალები 9 და 11 მაისს, ხოლო ფინალი 13 მაისსაა დაგეგმილი.

ყველა ახალი ამბავი
0