თბილისში გამოფენაზე QR-კოდის "ჭკვიანი" ნაქარგი წარმოადგინეს

გამოწერა

თბილისში QR-კოდის "ჭკვიანი" ნაქარგი წარმოადგინეს, რომელშიც ქართულ-უკრაინული ცეკვა იყო დაშიფრული. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება ხელით მომზადებული ციფრული კოდი.

უკრაინელი ოსტატის, ტატიანა პროტჩევას QR-კოდიანი "ჭკვიანი" ნაქარგი თბილისში ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენაზე წარმოადგინეს.

"ამოქარგული QR-კოდი, რომლის სკანირება ჩვეულებერივი ტელეფონითაცაა შესაძლებელი — სიახლეა. ამ კოდში დაშიფრულია ცეკვა, რომელსაც ერთდროულად ორი მოცეკვავე კოლექტივი ასრულებს: თქვენი ცნობილი "სუხიშვილები" და ჩვენი "ვირსკოვო". მათ სცენაზე ერთი ცეკვა შეასრულეს, რაც შესანიშნავად გამოუვიდათ. როდესაც თქვენ ტელეფონით ასკანერებთ, თქვენს ტელეფონში დაინახავთ ვიდეორგოლს Youtube-დან. ეს არის ნოუ-ჰაუ, თანამედროვე ინტელექტუალური ნაქარგი" — განაცხადა უკრაინის ხელით ქარგვის ოსტატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ოკსანა ვოროპაიმ.

ტატიანა პროტჩევა უკვე დიდი ხანია მხატვრული ქარგვითაა დაკავებული. ადრე ის საკუთარ ნაქარგებზე გამოსახავდა სხვადასხვა კერძებს, ეროვნულ სამოსს და უკრაინის ხედებს. მისი ახალი ნაშრომი QR-კოდით შეიქმნა დევიზით "სიყვარულით საქართველოს".

ყველა ახალი ამბავი
0