ვახტანგ მაისაია: საქართველოს მილიტარიზაციამ ცუდი შედეგი მოუტანა
„მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო თავდაცვაზე მშპ-ის 10%-ს რომ ხარჯავდა, ამან ჩვენ ძალზე ცუდი შედეგი მოგვიტანა. ამ მხრივ გაუმჯობესება არის, თუმცა, 48-ე ადგილზე ყოფნა არცთუ სახარბიელოა“, — განაცხადა მაისაიამ.
ბონში კონვერსიის საერთაშორისო ცენტრის (ВІСС) მიერ შედგენილ მილიტარიზაციის გლობალურ ინდექსში საქართველომ წელს 48-ე ადგილი დაიკავა. რეიტინგი 152 სახელმწიფოს მოიცავს და ბოლო ხელმისაწვდომ ინფორმაციას ეყრდნობა. უმეტეს შემთხვევებში, გამოიყენება 2015 წლის მონაცემები. ტოპ-ათეულში საქართველოს უახლოესი მეზობელი ქვეყნები შევიდნენ — სომხეთმა მესამე ადგილი დაიკავა, რუსეთმა — მეხუთე, აზერბაიჯანმა კი — მეცხრე (თურქეთი მეოცე ადგილზეა).