თბილისის ზოოპარკში სამაშველო ოპერაციის იმიტირება ჩაატარეს

გამოწერა
იმიტირებული სამაშველო ოპერაციისას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მოხალისეებს ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს.

თბილისი, 5 დეკემბერი– Sputnik. იმისთვის, რომ მოხალისეებმა ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედება ისწავლონ, თბილისის ზოოპარკის დირექციამ სამაშველო ოპერაციის იმიტირება მოაწყო.

მოხალისეთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად 5 დეკემბერს აღინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის 1985 წლის გადაწყვეტილების თანახმად. ამასთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოხალისეებს თბილისის ზოოპარკში შეხვდა და ეკოლოგიური საკითხებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ზოოპარკის ბინადართა გადარჩენის ოპერაციას 50-მდე მოხალისე აკვირდებოდა. ამ „ოპერაციის“ დროს ნაჩვენები იყო ზოოპარკის თანამშრომლების მოქმედება, რა სიგნალებსა და შეტყობინებებს გადასცემდნენ ისინი ვეტერინარებს, მთლიანად ცხოველების გადარჩენისა და დაჭერის პროცესი, იუწყება გარემოს დაცვის სამინისტრო.

ზურაბ მუზაშვილი - ჩვენი დროის გმირი - Sputnik საქართველო
ზურაბ მუზაშვილი - ჩვენი დროის გმირი

სამინისტროს ინიციატივით, თბილისის ზოოპარკში საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა მოხალისეებს ექსტრემალურ სიტუაციებში (წყალდიდობა, მიწისძვრა, ხანძარი, მეწყერი) უსაფრთხოების დაცვის წესების შესახებ ინსტრუქტაჟი ჩაუტარეს.

2015 წლის 13 ივნისს თბილისში დაიტბორა ზოოპარკი, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების კერძო თავშესაფარი, საცხოვრებელი სახლები, ქალაქის ცენტრალური ქუჩები. წყალდიდობამ 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა.

ყველა ახალი ამბავი
0