შენ ყიდულობ ქართულ პროდუქტს?

© Минсельхоз Грузииქართული პროდუქცია
ქართული პროდუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოძრაობა KAR.GE მოსახლეობას მოუწოდებს, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით ყოველ მათ მიერ შეძენილ ქართულ პროდუქტს ფოტო გადაუღონ და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნონ.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. მოძრაობა KAR.GE-მ სოციალურ ქსელში წამოიწყო აქცია სახელწოდებით „ძალა ერთობაშია“, რომლის მიზანიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაა, განუცხადა Sputnik-ს KAR.GE-ს დამფუძნებელმა ტარიელ ზივზივაძემ.

„ჩვენ გვინდა ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზება, არა სიტყვით, არამედ საქმით. ჩვენ ვიძენთ ქართულ ნაწარმს, შემდეგ ვუღებთ მას ფოტოს და ვაქვეყნებთ პირად Facebook-გვერდზე, რათა სხვებსაც დავანახოთ, რომ ვიყიდეთ. ძალიან მიხარია, რომ ეს იდეა ბევრმა აიტაცა. ეს აუცილებლად მოიტანს თავის შედეგს", – მიაჩნია ტარიელ ზივზივაძეს. 

აქციის მონაწილეები იმას ყიდულობენ, რაც მათ სურთ. 

„აქ საუბარია იმ პროდუქტებზე, რომლებსაც ჩვენ ოჯახში ისედაც მოვიხმართ, მაგრამ ყველა არ ყიდულობს, მაგალითად, იმავე ადგილობრივი წარმოების იოგურტს და უპირატესობას იმპორტულს ანიჭებს“, — აღნიშნა ტარიელ ზივზივაძემ.

ქართული პროდუქცია - Sputnik საქართველო
აფბა “ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე პოპულარულობს იძენს“

აქცია „ძალა ერთობაშია“ 1 დეკემბერს დაიწყო და ახალ წლამდე გასტანს. მის ფარგლებში, იდეის ავტორის გათვლებით, 10 დეკემბრამდე დაახლოებით 100 000 ერთეული ქართული პროდუქტის გაყიდვაა მოსალოდნელი, 30-დღიანი პერიოდის ფარლებში კი 500 ათასზე მეტი.

„დეკემბერი ცუდი თვეა იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც წესი, წინასაახალწლოდ ქვეყნიდან ფულის გადინება ხდება, რადგან იმპორტიორი კომპანიები დიდ მარაგებს იკეთებენ. თუ მომხმარებელი უპირატესობას ქართულ პროდუქტს მიანიჭებს, ფულის ეს მასა ქვეყანაში დარჩება. ქართულ საწარმოებში დასაქმებული ადამიანების ხელფასებზე დაიხარჯება და ბიუჯეტში შევა გადასახადების სახით“, — განაცხადა ზივზივაძემ.  

მისი ინფორმაციით, წინასაახალწლოდ თითქმის ყველა ოჯახი 200 ლარამდე მაინც ხარჯავს. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში მილიონი ოჯახი 20-დან 30-დეკემბრამდე საშუალოდ 200 მილიონ ლარს დახარჯავს.

„წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნება ქვეყნისთვის, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი ქართულ პროდუქტში დაიხარჯოს", – თქვა ტარიელ ზივზივაძემ. 

მოძრაობა KAR.GE-ს დამფუძნებელმა ანალოგიური აქციები ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე რამდენჯერმე ჩაატარა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის აქცია წელს პირველად ტარდება.

ყველა ახალი ამბავი
0