თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ქალაქ გორთან 3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 03:24 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი თბილისიდან 49 კილომეტრში, ქალაქ გორთან დაფიქსირდა.
აღნიშნული შემთხვევიდან ორ წუთში, 03:26 საათზე საქართველოში მეორე მიწისძვრაც მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ყაზბეგის რაიონის სოფელ გველეთთან დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 3,1 მაგნიტუდას შეადგენდა.
ნგრევისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
საქართველო საშუალო სეისმური აქტივობის ქვეყანაა. საქართველოში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7 ბალი იყო, 1991 წელს რაჭაში მოხდა. ეპიცენტრში ბიძგების ინტენსივობა 9 ბალს აღემატებოდა. მიწისძვრამ 200-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაინგრა და დაზიანდა 46 ათასამდე საცხოვრებელი სახლი და ათასამდე საწარმოო ობიექტი.