ლია ელიავა: ლარის კურსს მარტო კომერციული ბანკები განსაზღვრავენ

© Sputnik / Levan Avlabreliლია ელიავა
ლია ელიავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლარი ვარდნას მანამდე განაგრძობს, სანამ მის გამყარებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი არ იზრუნებს, მიაჩნია ექსპერტს ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებში ლია ელიავას.
ლია ელიავა: ლარის კურსს მარტო კომერციული ბანკები განსაზღვრავენ

„ეროვნული ბანკის განცხადებით, ლარის კურსი, თურმე, არის მცურავი და მას ბაზარი განსაზღვრავს. მე არ ვიცი, სად ნახა მან ეს ბაზარი, რადგან ქვეყანაში სავალუტო ბაზარი, როგორც ასეთი, არ არსებობს და კურსს მარტო კომერციული ბანკები განსაზღვრავენ. სებ-ის ძალისხმევა ლარის კურსის მხარდაჭერის მიმართულებით არის ნულოვანი, ასეთ შემთხვევაში კი ეროვნული ვალუტა სტაბილური ვერასდროს იქნება“, — განაცხადა ლია ელიავამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ 5 დეკემბრისთვის 2,5599 ₾/1$ ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ლარის კურსი დოლარის მიმართ 0,0272 ლარით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0