თოჯინების ევროპელმა და კავკასიელმა ოსტატებმა საკუთარი ნახელავი თბილისში გამოფინეს

გამოწერა

თოჯინების ევროპელმა და კავკასიელმა ოსტატებმა საკუთარი ნახელავი თბილისში გამოფინეს. იხილეთ Sputnik-ის ვიდეო, თუ როგორ ტარდებოდა გამოფენა.

საქართველოს დედაქალაქში საავტორო თოჯინების პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამართულ ფესტივალზე Art Doll Tbilisi 2016 წარმოდგენილი იყო ქართველი, რუსი, ევროპელი და კავკასიელი ოსტატების ნამუშევრები.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო როგორც ცნობილი კინოფილმებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი თოჯინები, ასევე ორიგინალური და უნიკალური ნამუშევრები.

ფესტივალი გამართა საქართველოს თოჯინების ოსტატთა გაერთიანებამ GeoDoll, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და თბილისის მერია უწევდნენ. ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს საზოგადოების მაღალ ინტერესს, რის გამოც საქართველოში თოჯინების ფესტივალის ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ ჩატარება იგეგმება.

ყველა ახალი ამბავი
0