ხანძარი ოკლენდის ღამის კლუბში: კადრები შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა

კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდის ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ ცოტა ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან.

კონკრეტულად თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ღამის კლუბში, სადაც გაჩენილმა ხანძარმა 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 25 ადამიანმა კი სხეულის დაზიანებები მიიღეს, ამ დროისთვის უცნობია. როგორც მეხანძრეები აცხადებენ, შემთხვევის დროს შენობაში, სავარაუდოდ, 50-დან 100 ადამიანამდე იქნებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, შენობა კლასიფიცირდება როგორც საწყობი და საცხოვრებელ ობიექტად. მასში რაიმე სახის ღონისძიების გამართვის შესახებ თანხმობა გაცემული არ არის.

სააგენტო „ასოშეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ოკლენდის ხელისუფლებამ ტრაგედიამდე სამი კვირის განმავლობაში საწყობში არალეგალურად ცხოვრების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამომძიებელი შენობაში მოხვედრას ჯერ კიდევ 17 ნოემბერს შეეცადა, თუმცა უშედეგოდ. კონკრეტული დადასტურება იმის, რომ საწყობში ვინმე ცხოვრობდა, ჯერჯერობით, არ არის. ამასთან, ხანძრისგან გადარჩენილმა ერთ-ერთმა ადამიანმა განაცხადა, რომ საწყობში 18 მხატვარი ცხოვრობდა.

ადგილობრივი ტელეარხების მონაცემებით, შენობაში ხანძარი, სადაც საღამო იმართებოდა, პარასკევს, ადგილობრივი დროით 23:30 საათზე მოხდა და მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით ოკლენდის ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური იყო. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0