თბილისი თოჯინების საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

© თბილისის მერიათბილისში თოჯინების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
თბილისში თოჯინების საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპოზიციისთვის ხელნაკეთი თოჯინები ავტორებმა 10-მდე ქვეყნიდან ჩამოიტანეს. გამოფენისთვის საკუთარი შემოქმედება 20-მდე ქართველმა მეთოჯინემაც წარმოადგინა, რომელთა შორისაა თამარ კვესიტაძე, თორნიკე გოგინაშვილი და სხვები.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში თოჯინების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

ფესტივალის ორგანიზატორი, რომლის სახელწოდებაცაა ARTDOLL TBILISI 2016, საქართველოს მეთოჯინეების გაერთიანება GeoDoll-ია. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

თბილისური კაფე - Sputnik საქართველო
თბილისური უქმეები: 2-4 დეკემბერი

ექსპოზიციისთვის ხელნაკეთი თოჯინები ავტორებმა 10-მდე ქვეყნიდან ჩამოიტანეს. გამოფენისთვის საკუთარი შემოქმედება 20-მდე ქართველმა მეთოჯინემაც წარმოადგინა, რომელთა შორისაა თამარ კვესიტაძე, თორნიკე გოგინაშვილი, იულია სოროკინა, თინათინ მაღალაშვილი, ნანა ბედიაშვილი, ნანა ყაულაშვილი, ქეთი ძიძიგური, თეა მინდაძე, ირენა ოგანჯანოვა და სხვები.

„მოხარული ვარ, რომ თბილისი პირველად მასპინძლობს თოჯინების საერთაშორისო გამოფენას. სამი დღის განმავლობაში, ხელოვნების ამ დარგის მოყვარულებს საშუალება ექნებათ, იხილონ არაჩვეულებრივი ნამუშევრები. მნიშვნელოვანია, რომ გამოფენაში მონაწილეობენ ცნობილი მეთოჯინეები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს დედაქალაქის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

ეს და სხვა მსგავსი გამოფენები ხელს შეუწყობენ ქალაქის ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას, დასძინა ქალაქის მერმა.

თბილისში ექსპოზიცია 5 დეკემბრამდე გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0