თბილისი, 4 დეკემბერი— Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გათხოვდა, იტყობინება ტელეარხ GDS-ის საინფორმაციო სამსახური.
თეა წულუკიანის მეუღლეა ნუგზარ კაკულია, რომელიც ადრე იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
კაკულია თავის რჩეულზე ცხრა წლით უმცროსია. წულუკიანი 41 წლისაა, კაკულია კი 32-ის.
თეა წულუკიანი 1975 წლის 21 იანვარს დაიბადა. 2012 წლის ოქტომბრიდან იუსტიციის მინისტრის პოსტს იკავებს და ახალ მინისტრთა კაბინეტშიც შეინარჩუნა ეს თანამდებობა.
წულუკიანი 2000 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში იურისტის რანგში მუშაობდა. 2005 წელს უფროსი იურისტის საკლასო ჩინი მიიღო. 2006 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის კომიტეტის წევრი იყო. 2010 წელს წულუკინი საქართველოში დაბრუნდა.