თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. პორტუგალიის ნაკრებისა და მადრიდის საფეხბურთო კლუბ „რეალის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 150 მლნ ევროს ოდენობის გადასახადების დამალვაშია ეჭვმიტანილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ Spiegel-ზე დაყრდნობით.
გერმანული გამოცემის ჟურნალისტები ევროპული მედიის წევრები არიან, რომლებიც Footbal Leaks-ის დროშის ქვეშ არიან გაერთიანებული და რომლის მთავარი მიზანია თანამედროვე ფეხბურთში უკანონო ფინანსური ქმედებების გამოაშკარავება.
Spiegel-ის მტკიცებით, რონალდუმ ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და შვეიცარიაში არსებული ოფშორების დახმარებით გადასახადები დამალა.