მიწისძვრა ინდონეზიაში: ცუნამის საშიშროება არ არის

CC BY 2.0 / altemark / OSCILLOSCOPE 100MHZრიხტერის შკალა
რიხტერის შკალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში ინდონეზიასა და ფილიპინების კვეთაზე მდებარე ტალაუდის არქიპელაგის 110 კილომეტრის აღმოსავლეთით მდებარეობდა.

თბილისი, 4 დეკემბერი— Sputnik. ინდონეზიის ჩრდილოეთ ნაწილში კვირას 5,6 ბალის მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ცუნამი მოსალოდნელი არ არის, აცხადებს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გეოფიზიკის ეროვნულ სამმართველოზე დაყრდნობით.

სამმართველოს მონაცემებით, ბიძგის ეპიცენტრი წყნარ ოკეანეში ინდონეზიასა და ფილიპინების კვეთაზე მდებარე ტალაუდის არქიპელაგის 110 კილომეტრის აღმოსავლეთით მდებარეობდა. მისი კერა წყნარი ოკეანეს ზედაპირიდან 124 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ არის.

ინდონეზია პლანეტის სეისმურად ყველაზე აქტიურ ზონაში მდებარეობს და ე.წ. წყნარი ოკეანეს ცეცხლოვანი რგოლის ნაწილია. 2009 წელს დასავლეთ სუმატრას პროვინციაში მომხდარმა ძლიერმა მიწისქვეშა ბიძგებმა ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 2004 წელს კი სუმატრას დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის დროს კი 12 ქვეყანაში ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა.

2014 წელს სულავესის ზღვაში 7,3 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა მოხდა, რამაც ლოკალური ცუნამი გამოიწვია. მას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უმნიშვნელო ნგრევა იყო.


ყველა ახალი ამბავი
0