Victoria’s Secret Fashion Show 2016-ის ახალი ჩვენება პარიზში — „სიყვარულის ქალაქში“ გაიმართა. პროგრამის კულმინაცია ეპატაჟური მომღერლის ლედი გაგას სცენაზე გამოსვლა იყო.
პარიზში ეს Victoria’s Secret Fashion Show-ს პირველი ჩვენებაა, თუმცა, მეორეა საფრანგეთში — 2000 წელს შოუ კანში გაიმართა. იხილეთ Sputnik-ის მიერ შემოთავაზებული ყველაზე მოდური ჩვენების ამსახველი ფოტოლენტა.

გოგონები პოდიუმზე სხვადასხვა ფორმისა და ზომის გიგანტური ფრთებით წარდგნენ - ანგელოზის, ფარშევანგის ბუმბულის ან პეპლის ფრთების მსგავსით.

Victoria’s Secret 2016-ის ფინალური შოუ სანახაობრივი და ფერადი იყო.

შოუს სადღესასწაულო ამაღლებულ განწყობაზე ლედი გაგა, ბრუნო მარსი და The Weeknd-ი ზრუნავდნენ, ხოლო შოუს რეჟისორი კი იყო ამერიკელი კინოპროდიუსერი მაიკლ ბეი, რომელიც ცნობილია ფილმებით "ტრანსფორმერი", "ცუდი ბიჭები" და სხვა.

ამერიკელი მოდელი ჟასმინ ტუსკი საღამოს მთავარ სამოსში - Fantasy Bra-ს იუველირულ ბიუსტჰალტერში, რომლის ღირებულებაც 2 მლნ აშშ დოლარია.ბიუსტჰალტერის შექმნაზე 700 საათი და 9 ათასი ძვირფასი ქვა დაიხარჯა, რომელთა შორისაა ბრილიანტის და ზურმუხტის თვლები. Fantasy Bra -ის წონა 25 კგ-ია.

მოდელმა ქენდალ ჯენერმა, რომელიც მონაწილეობს სატელევიზიო რეალითი-შოუში "კარდაშიანების ოჯახი", Victoria's Secret Fashion Show-ის ჩვენება გახსნა.

Victoria’s Secret-ის ერთ-ერთი "ანგელოზი" - შვედი მოდელი ელზა ჰოსკი.

Victoria's Secret-ის ახალბედა ანგელოზი - 19 წლის გრეის ელიზაბეტი.

შოუს მონაწილეები მაყურებლის წინაშე სხვადასხვა იმიჯით წარდგნენ, რომელთა შექმნაზეც ხუთი საათი დაიხარჯა - სწორედ ეს დრო დახარჯეს ყველაზე მოთხოვნადმა მოდელებმა მაკიაჟსა და ვარცხნილობაზე.

Victoria's Secret Fashion Show-ზე ჯიჯი ჰადიდი მეორედ მონაწილეობს მისი 19-წლის დისთვის, რომელიც სუპერმოდელი ბელა ჰადიდია, პარიზის შოუ სადებიუტო იყო.

10/12
ადრიანა ლიმამ ამეიკულ ბრენდთან კონტრაქტს ხელი 1999 წელს მოაწერა, თუმცა პოდიუმზე ადრიანა დღესაც განუმეორებელი და ბრწყინვალეა.

Victoria's Secret-თან ალესანდრა ამბროსიომ კონტრაქტი 2001 წელს გააფორმა. ბრაზილიელი ლამაზმანი იმდენად უფრთხილდება თავის კარიერას, რომ 2011 წელს ჩვენებაში მონაწილეობა ორი თვის ორსულმა მიიღო.

შოუში მონაწილეობის მიღება 150 გოგონას შეუძლია, თუმცა "ანგელოზებს" ერთეულებს უწოდებენ. საქმე იმაშია, რომ "ანგელოზები" ბრენდის სახედ ითვლებიან და შოუში მონაწილეობას წინასწარი ქასთინგის გავლის გარეშე ღებულობენ.