თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდის ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ ცოტა ცხრა ადამიანი დაიღუპა, 25 კი უგზო–უკვლოდ დაკარგულად ითვლება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ KTVU–ზე დაყრდნობით.
პოლიციას დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
„რაც გავიგეთ, ესაა მედიასაშუალებების განცხადება ცხრა დაღუპულის შესახებ“, – განუცხადა სააგენტო „რია ნოვოსტის“ პოლიციის სამმართველოს მორიგემ.
უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძარი პარასკევს ადგილობრივი დროით 23:30 საათზე (თბილისის დროით შაბათს 11:30 სთ) დაიწყო; წინასწარი ვერსიით ხანძრის გაჩენის მიზეზი პიროტექნიკა გახდა. მეხანძრეების ცნობით, შენობაში, შესაძლოა, დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა.
— Job de Wit (@JobdeWit) December 3, 2016
გამოცემა East Bay Times–ის ინფორმაციით, უგზო–უკვლოდ დაკარგულად 13 ადამიანი ითვლება, ამასთან გაზეთი დაღუპულთა რაოდენობასაც 13–ს ასახელებს.