ქუთაისში ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცირეწლოვანი ბავშვი მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო, როდესაც ფანჯარა ღია იყო, მაგრამ ბადემ ის ვერ შეაკავა.

თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. ორი წლის ბავშვი ქუთაისში საცხოვრებელი სახლის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ბავშვი ფანჯრის რაფაზე ავიდა, როდესაც ფანჯარა ღია იყო. ის მწერებისგან დამცავ ბადეს მიეყრდნო, რომელმაც ბავშვი ვერ შეაკავა. ინციდენტი გასულ ღამეს მოხდა.

ამჟამად ბავშვი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ექიმები მის მდგომარეობას აფასებენ, როგორც სტაბილურად მძიმეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ–ის მუხლით „ჯანმრთელობის დაზიანება გაუფრთხილებლობით“, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0