თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. საავტომობილო გზა თურქეთის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტისთვის თავისუფალია, ხოლო რუსეთისკენ მიმავალ გზაზე, უამინდობის გამო, აკრძალვები კიდევ მოქმედებს, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ80-კმ93 მონაკვეთზე, რომელიც თურქეთის საზღვრისკენ მიდის, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინაღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით იყო შესაძლებელი.. პრობლემები დიდთოვლობამ, ლიპყინულმა და შეზღუდულმა ხილვადობამ შექმნა.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური–კობის მონაკვეთზე, რომელიც რუსეთის საზღვრისკენ მიდის, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.