თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. იუნესკოს კონფერენციაზე მიღებილი გადაწყვეტილების თანახმად, საფრთხეში მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში 55 ობიექტი შევიდა, მათ შორის მოხვდა ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
აღნიშნული ძეგლების დაცვისთვის საგანგებო ზომების მიღებისა და ფონდის შექმნის ინიციატივა "იუნესკოს" კონფერენციაზე, რომელიც არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში იმართება, ნობელის პრემიის ხუთმა ლაურეატმა წამოაყენა.
„იუნესკოს“ განცხადებით, ახლადდაარსებული ფონდიდან თანხები ძეგლების დაცვაზე, ტრანსპორტირებასა და რესტავრაციაზე დაიხარჯება. განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტის ზონაში მდებარე ძეგლებს მიექცევა.