თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ირანელ მასუდ ესმაილპურთან შეხვედრისას მოწინააღმდეგეს სახეში გაარტყა, რის გამოც ხინჩეგაშვილს დისკვალიფიკაცია მისცეს.
ინცინდენტი ხარკოვში გამართულ თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს რიგით მესამე საკლუბო ჩემპიონატის ფინალური ორთაბრძოლისას მოხდა.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მანამდე ირანელმა ხინჩეგაშვილს რამდენჯერმე აშკარად განზრახ მოარტყა ხელი სახეში. როცა მსაჯებმა ამაზე რეაგირება არ მოახდინეს, ქართველმა სპორტსმენმა თავი ვერ შეიკავა დი მოწინააღმდეგეს ღიად უპასუხა.
დისკვალიფიკაცია მიიღო არა მარტო ხინჩეგაშვილმა, არამედ მისმა ოპონენტმაც.
რაც შეეხება თავად ფინალს, მასში გამარჯვება ამერიკულმა კლუბმა „ტიტან მერკურიმ“ მოიპოვა, რომლის სახელითაც გამოდიოდა ხინჩეგაშვილი. გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ამ გუნდის სპორტსმენებმა ირანული „ბიმეხ რაზის“ მოჭიდავეები დაამარცხეს ანგარიშით 3:2.
ჩემპიონატში მონაწილეობდა ქართული კლუბი "ჩემპიონიც", რომელმაც მეხუთე ადგილი დაიკავა.