სიტუაცია საქართველოს გზებზე: დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

გამოწერა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ხაშური-ახალციხე-ვალეს და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის ავტომაგისტრალებზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დააწესა.

თბილისი, 2 დეკემბერი— Sputnik. დიდთოვლობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა - Sputnik საქართველო
ზემო ლარსი დღეს: თოვლი და ლიპყინული

ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ80-კმ93 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. პრობლემები დიდთოვლობამ, ლიპყინულმა და შეზღუდულმა ხილვადობამ შექმნა.

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდას საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ძლიერი თოვლის, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.


ყველა ახალი ამბავი
0