პაატა ბაირახტარი: საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი უნდა დაიჭიროს

© Photo: courtesy of Paata Bairakhtariპაატა ბაირახტარი
პაატა ბაირახტარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის კურსი ნებაზე აქვს მიშვებული, განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა.
პაატა ბაირახტარი: ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი უნდა დაიჭიროს

„მე არ მაქვს იმის ილუზია, რომ საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში ეროვნული ვალუტა სებ-მა ხელოვნურად უნდა დაიჭიროს, მაგრამ როდესაც ეროვნული ბანკი ატყობს, რომ ლარი შეიძლება გადასცდეს ფსიქოლოგიურ ნიშნულს, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, მან რეზერვები გამოიყენოს, განახორციელოს ინტერვენციები და ეროვნული ვალუტის საკმარისზე მეტად გაუფასურებას ხელი შეუშალოს“, — აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ლარის გაცვლითი კურსი დოლარის მიმართ უკვე 2 ლარსა და 50 თეთრს გადასცდა. საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ და საქართველოს მოსახლობაში გაჩენილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე.

ყველა ახალი ამბავი
0