ნიკა ჩიტაძე: პროექტი „თურქული ნაკადი“ საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება

© photo: courtesy of Nika Chitadzeექსპერტი ნიკა ჩიტაძე
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტ „თურქული ნაკადის “ განხორციელების შემთხვევაში, ტრანსადრიატიკული (TAP) და ტრანსანატოლიური (TANAP) მილსადენების პროექტები, შესაძლოა, ნაკლებად აქტუალური აღმოჩნდეს, - მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.
ნიკა ჩიტაძე: პროექტი „თურქული ნაკადი“ საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება

„აუცილებელია, რომ თურქეთს კვლავ გააჩნდეს მოტივაცია TAP-ისა და TANAP-ის პროექტების განსახორციელებლად, რომლებმაც საქართველოზე უნდა გაიარონ“, — აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ.

პროექტი „თურქული ნაკადი“ შავი ზღვის გავლით რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით 63 მილიარდი კუბური მეტრი სიმძლავრის გაზსადენი მილის მშენებლობას ითვალისწინებს. ერთი ხაზის მეშვეობით ბუნებრივი აირი უშუალოდ თურქეთის ბაზარს უნდა მიეწოდოს, მეორეთი კი — თურქეთის გავლით   ევროპის ქვეყნებს. მეორე ხაზის რეალიზაცია დამოკიდებული იქნება რუსული გაზით ევროპის დაინტერესებაზე.

ყველა ახალი ამბავი
0