ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი ავტომანქანებია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაცობები თბილისში
საცობები თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს ეროვნულ სააგენტოში კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი საქართველოს ოთხ ქალაქშია დაფიქსირებული.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქშიც და სხვა დიდ ქალაქებშიც ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყარო ავტომანქანების გამონაბოლქვია, ამას გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ოქტომბრის თვეში ჩატარებული მონიტორინგი მოწმობს. ატმოსფერული ჰაერი ექვს ქალაქში შეისწავლეს. ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დაფიქსირდა.

თბილისი ზემოდან - Sputnik საქართველო
„თბილისის ფილტვები“ პროფესიონალის თვალით

სააგენტოს მონაცემებით, მაღალ დაბინძურებას, სავარაუდოდ, ავტომობილების გამონაბოლქვი იწვევს. ჰაერის გარდა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მონიტორინგი ნიადაგის, ზედაპირული წყლების დაბინძურებასა და ხმაურზე აწარმოა.

„სავარაუდოდ, ჰაერის დაბინძურება ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა გამოიწვია. აზოტის დიოქსიდის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირპროპორციული იყო იმ არეალებში, სადაც უფრო მეტი სატრანსპორტო ნაკადი დაფიქსირდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას გარემოს ეროვნული სააგანტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიამ.

ყველა ახალი ამბავი
0