თბილისში „ნაგვისგან“ შექმნილ სურათებს გამოფენენ

© photo: Exhibition by Elena Lukhutashvili / FBელენე ლუხუტაშვილის ნახატები
ელენე ლუხუტაშვილის ნახატები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მხატვარი ელენე ლუხუტაშვილი სურათებს სხვადასხვა გამოუყენებელი ნივთებისგან ამზადებს.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. თბილისში 88 წლის ცნობილი თელაველი მხატვრის ელენე ლუხუტაშვილის ნამუშევრების გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 16-17 დეკემბერს გაიმართება.

გამოფენის ინიციატორია ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი.

ელენე ლუხუტაშვილი თვითნასწავლი მხატვარია. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა – დედა მძიმედ დაავადდა, ხოლო მამამ მიატოვა ოჯახი. გოგონა არაერთხელ მოხვდა თავშესაფარში, ხოლო მისი ძმა და ტყუპისცალი და კი შიმშილით დაიღუპნენ.

ლევან მოსიაშვილი - Sputnik საქართველო
ცნობილმა ფერმწერმა ლევან მოსიაშვილმა თბილისში Mon Amour ჩამოიტანა

მიუხედავად ამისა, ელენე ბავშვობიდანვე გაიტაცა ხატვამ, ხოლო იმის გამო, რომ საღებავებისა და ფანქრების შოვნა მისთვის ძალიან ძნელი იყო, მან სურათების შექმნა თელავის ქუჩებში გადაყრილი ნივთებისგან გადაწყვიტა.

მას შემდეგ არაფერი შეცვლილა — ელენე ლუხუტაშვილი სურათებს ქმნიდა შუშის ბოთლების, ჭურჭლის, თიხის ნამტვრევებით, ქვებით, ცემენტისა და ქვიშის გამოყენებით.

მისი ნახატების გმირები არიან საქართველოს მეფეები, ბიბლიური სიუჟეტები, ფრინველები და ცხოველები, ასევე შიშველი ქალები ბუნებაში.

1990-იან წლებში მხატვარი ორჯერ იმყოფებოდა საფრანგეთში, სადაც მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში. მხატვარს თავის დროზე ძალიან სურდა ქალაქის ცენტრში კედლის მხატვრული გაფორმება, მასზე კახეთის ძველი და თანამედროვე ცხოვრების ასახვა, მაგრამ მისი იდეის განხორციელება დღემდე ვერ მოხერხდა.

ელენე ლუხუტაშვილის სახლის სარდაფში მისი 500-მდე ნამუშევარი ინახება. მხატვრის თქმით, ამ ნამუშევრებს არ ყიდის, რადგან ის ქალაქ თელავის საკუთრებაა.

ყველა ახალი ამბავი
0