საქართველოს შსს-მ ეკონომია დაიწყო: მინისტრის მოადგილეების რაოდენობა შემცირდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშს სამინისტრო
შს სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკონომიის მიზნით მინისტრის მოადგილეების რაოდენობა ექვსიდან ოთხამდე შეამცირა.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, თავისი მოადგილეების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

20-ლარიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარების გეგმას ასაჯაროებს

შესაბამისი ცვლილებები უკვე შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, რომელიც 2013 წლის 13 დეკემბერს მიიღეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გახდა ბესიკ ამირანაშვილი, ხოლო მოადგილეები — შალვა ხუციშვილი, მერაბ მალანია და დავით ვარდიაშვილი.

მღებრიშვილის გადაწყვეტილებით ასევე გაუქმდა ნორმა, რომლის მიხედვით, საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ავტომატურად მინისტრის მოადგილე ხდებოდა. სასაზღვრო პოლიციას ზურაბ გამეზარდაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც ნოემბრის ბოლოს თანამდებობის საკუთარი სურვილით  დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ეს თანამდებობა დღემდე თავისუფალია.

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ახალი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი მიზანია მსოფლიო ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების ნეგატიური ზეგავლენის ნეიტრალიზება. ეს პროცესები, პირველ რიგში, ეროვნული ვალუტის კურსზე და პროდუქტების ფასებზე აისახება.

ყველა ახალი ამბავი
0