ემზარ ჯგერენაია: უძრავ ქონებაზე ფასები 25%-ით დაეცა
„მოსახლეობის დაბალი მსყიდველობითი უნარის გამო უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება მოთხოვნას აჭარბებს. წლის დასაწყისიდან ფასებმა უკვე მეოთხედით დაიწია. ბაზარზე საკმაოდ რთული სიტუაციაა“, – აღნიშნა ემზარ ჯგერენაიამ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის სექტემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 10.6%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 54 265 ერთეული შეადგინა. წინა თვესთან შედარებით კი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 3.9%-ით შემცირდა.