თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 30 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, III და IV მიკრორაიონების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის III კვარტლის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შუალედში 1 საათით შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, თამარაშვილის და უნივერსიტეტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.