საქართველოში, შესაძლოა, საწვავი გაძვირდეს

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиავტომანქანა ბენზინგასამართ სადგურზე
ავტომანქანა ბენზინგასამართ სადგურზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ნავთობპროდუქტების აქციზის ფასის გაზრდა იმპორტის მოცულობაზე არ იმოქმედებს.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. ახალი წლიდან ნავთობპროდუქტების სააქციზო განაკვეთის გაზრდა ერთი ლიტრი საწვავის ფასის საშუალოდ 0,20–0,25 ლარით გაზრდას გამოიწვევს, მიიჩნევს საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი.

წინასწარი მონაცემებით, 1 ტონა ბენზინზე სააქციზო განაკვეთი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე – 150–დან 400 ლარამდე.

„ბუნებრივია, სააქციზო განაკვეთის გაზრდა ფასებზე აისახება. ფაქტობრივად, ეს სააქციზო გადასახადი პირდაპირ არის ჩადებული პროდუქტის თვითღირებულებაში. როცა ის იზრდება, საწვავიც ძვირდება. ჩვენი გათვლებით, თუ ბენზინის აქციზი 500 ლარი გახდება, ხოლო დიზელის საწვავის – 400 ლარი, საწვავი საშუალოდ 20–25 თეთრით მოიმატებს“, – განუცხადა „Sputnik საქართველოს“ მთვრალაშვილმა.

ამასთან, ის ვარაუდობს, რომ აქციზის გაძვირება ნავთობპროდუქტების იმპორტის მოცულობაზე არ აისახება.

ავტოგასამართი სადგური - Sputnik საქართველო
საქართველოში ნავთობპროდუქტებსა და ავტომობილებზე აქციზი იზრდება

„ამჟამად სააწვავი არც ისე ძვირი ღირს, როგორც რამდენიმე წლის წინ… ვნახოთ, სანამ კანონი არ მიუღიათ, ამაზე საუბარი ნაადრევია“, – აღნიშნა მთვრალაშვილმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტი 2016 წლის ოქტომბერში, ამავე წლის სექტემბერთან შედარებით, 19,5 ათასი ტონით გაიზარდა და 115,6 ათასი ტონა შეადგინა, მათ შორის ბენზინის იმპორტმა 56,7 ათასი, ხოლო დიზელის საწვავის – 58,9 ათასი ტონა.

საწვავი საქართველოში ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ 0,10 ლარით გაძვირდა, რაც მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასის მატებას უკავშირდება.

ამჟამად ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასებია:
ბენზინი სუპერი – 1,89–2,06 ლარი
პრემიუმი – 1,79–1,89 ლარი
რეგულარი – 1,59–1,69 ლარი
ევრო დიზელი – 1,64–1,85 ლარი
დიზელი – 1,62–1,69 ლარი
ლარის მიმდინარე კურსი: 1 აშშ დოლარი – 2,5 ლარი.

იმის შესახებ, რომ საქართველოში 1 იანვრიდან ნავთობპროდუქტებზე აქციზის ფასი გაიზრდება, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0