თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება

© photo: Sputnik / Levan Avlabreliბავშვი
ბავშვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო საბავშვო ბაღებში არდადეგები 11 დღე გაგრძელდება.

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება, აღნიშნულია საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს განცხადებაში.

სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი სახელმწიფო საბავშვო ბაღებში 2017 წლის 9 იანვარს განახლდება.

თბილისში 166 საჯარო საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. წელს დედაქალაქის საბავშვო ბაღებში 12 ათასი ბავშვი მივიდა.

ყველა ახალი ამბავი
0