აზერბაიჯანმა რომ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის აქციები იყიდოს....
„აქციების 25% საკონტროლო პაკეტი არ არის და ვინც არ უნდა იყიდოს, თავისთავად ჩვენი ქვეყნისთვის ეს სერიოზული საფრთხის შემცველი არ იქნება. აზერბაიჯანი კი იმით განსხვავდება სხვა ინვესტორებისგან, რომ მასთან ჩვენ ერთობლივი გეოპოლიტიკური სტრატეგია გვაკავშირებს“, — განაცხადა ხუხაშვილმა.
აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) მზად არის განიხილოს ქართული "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" აქციების შეძენის საკითხი, თუ გაყიდვის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება.