მაკა ჩიჩუა: დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის ქალი დღემდე იბრძვის

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა მონაწილეობს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგმულ სპექტაკლში "შვიდი"
საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე მაკა ჩიჩუა მონაწილეობს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დადგმულ სპექტაკლში შვიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე სხვადასხვა პროფესიის შვიდმა ქართველმა ქალბატონმა დოკუმენტური პიესა „შვიდი“ წაიკითხა. პრემიერაზე ვესაუბრეთ საქართველოს პირველ ლედის, ქალბატონ მაკა ჩიჩუას, რომელიც ამ წარმოდგენაში კამბოჯის ქალთა საკითხების მინისტრის მუ სოჩუას ისტორიას კითხულობდა.
მაკა ჩიჩუა: დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრებისთვის ქალი დღემდე იბრძვის


„მთელ მსოფლიოში დგას ეს პრობლემა, ეს არ არის მარტო განვითარებადი ქვეყნების პრობლემა. მე რომ ჩავდივარ უცხოეთში და ვხვდები ქალებს, თუნდაც პირველი პირების ცოლებს, ყველა ამას ამბობს. გერმანიაში ვიყავი და მითხრეს, რომ მათაც აქვთ ეს პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ იქ სისტემა კარგად მუშაობს. ესე იგი, ბრძოლა საჭიროა. დღემდე იბრძვის ქალი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრება ჰქონდეს მას, მის შვილებს, მის შვილიშვილებს და მომავალს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ აუცილებელია ჩემი ჩართვაც", — განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

დოკუმენტური პიესა „შვიდი“ შვიდი აქტივისტი ქალის ისტორიას ეძღვნება, რომლებმაც ცხოვრება გენდერული ნიშნით ჩაგვრის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნეს. პიესის წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრში იმ კამპანიის ფარგლებში შედგა, რომელიც 25 ნოემბერს, ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს დაიწყო. მას შვედეთის მხარდაჭერით და დაფინანსებით საქართველოს „ქალთა ფონდი“ ახორციელებს.

ყველა ახალი ამბავი
0