29 ნოემბერი — სამშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი და ცვალებადი მოღრუბლულობა იქნება. აღმოსავლეთში დაუბერავს სუსტი ქარი, ხოლო დასავლეთში — წამში 10-15 მეტრი სიჩქარით.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 2-7, ხოლო დღისით — 13-18 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში — ღამით მინუს 8-3, ხოლო დღისით — 5-10 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 7-2 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — 7-12 გრადუსი სითბო; მაღალმთიანეთში ღამით 7-2 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით — პლუს 2-7.
თბილისში ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 1, ხოლო დღისით — 11 გრადუსი სითბო.
30 ნოემბერი, ოთხშაბათი
როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ცვალებადი მოღრუბლულობა. მაღალ მთაში მოთოვს. დასავლეთში ქარის სიჩქარე წამში 8-13, ხოლო აღმოსავლეთში 10-15 მეტრი იქნება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 5-10 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 11-16. მაღალ მთაში ღამით იქნება მინუს 3 პლუს 2, ხოლო დღისით — 1-6 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება მინუს 4 პლუს 1, ხოლო დღისით — 9-14 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით მინუს 9-4, ხოლო დღისით — 0=5 გრადუსი სითბო.
თბილისში დღისით მცირე ნალექია მოსალოდნელი. ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება 0, ხოლო დღისით — 11 გრადუსი სითბო.
1 დეკემბერი, ხუთშაბათი
წვიმა იქნება მთელ საქართველოში, მთაში კი მოთოვს. ქარის სიჩქარე დასალეთში წამში 10-15 მეტრს მიაღწევს, ხოლო აღმოსავლეთში — 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 2-7 გრადუსი სითბო, დღისით — 5-10; მღალ მთაში ღამით მინუს 3 პლუს 2, ხოლო დღისით — 0-5 გრადუსი სითბო.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით იქნება 0-5 გრადუსი სითბო, დღისით — 5-10 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია მინუს 6-1, ხოლო დღისით — მინუს 1 პლუს 4.
თბილისში დღისით მცირე ნალექია მოსალოდნელი, ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 4, ხოლო დღისით პლუს 6 გრადუსი იქნება.