თბილისი, 27 ნოემბერი— Sputnik. კიევის ცენტრში ჩორნილოვის ძეგლთან ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის მიტინგი მიმდინარეობს, სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე დაყრდნობით იუწყება „რია-ნოვოსტი — უკრაინა".
მისი სიტყვებით, მან ხალხი უმაღლესი რადას მიმართ უნდობლობის გამოსახატავად შეკრიბა.
"ეს რადა არც თავის ხალხს უსმენს, არც საერთაშორისო ინსტიტუტების რეკომენდაციებს. იმ ადამიანებმაც კი, რომელთაც მომენტის კრიტიკულობა ესმით, მკვდარი წერტილიდან ვერ ძრავენ რადას…ჩვენ გვინდა, რომ მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. ჩვენ გვინდა, რომ შეიცვალოს კანონმდებლობა, რაც მომავალ პარლამენტში ახალი სისხლის შემოდინებას ხელს შეუწყობს",-აღნიშნა სააკაშვილმა.
იუწყებიან, რომ ამ დროს მიტინგზე დაახლოებით რამოდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება. მათ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები უჭირავთ.
შეგახსენებთ, რომ ადრე მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქცია სახელწოდებით "ბოლო ზამთარი ამ პარლამენტთან" დაანონსა და გამოაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მიტინგის ჩასატარებლად უკვე დაბრკოლებებს ქმნიან.