მათთვის ვისაც ზღაპრების ჯერაც სჯერა...

© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუკი ჯერაც გჯერათ ზღაპრული ფერიების არსებობის, თუკი ჯერაც არ დაგიკარგავთ იმედი, რომ ოდესმე ჯადოსნურ ტყეში მოხვდებით და სრულიად ზღაპრულ ოცნებებს აისრულებთ, მაშინ დროა მოგითხროთ დედამიწის ზურგზე არსებულ ერთ-ერთ ყველაზე ზღაპრულ და იდუმალ ადგილზე, რომელიც ბელგიაში მდებარეობს.

„ჰელერბოსის“ მართლაც რომ იდუმალი, უძველესი ტყე ბრიუსელის მახლობლად მდებარობს. 

© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
ჰალერბოსის ტყე

მიზეზი, რის გამოც ტყე ზღაპრის სიუჟეტიდან გადმოტანილს ჰგავს, მაჩიტების სქელი ხალიჩაა. ეს ყვავილები გაზაფხულზე და ადრიან ზაფხულში ყვავის და ცისფერი და მოიისფრო შეფერილობის წყალობით მთელ მიდამოს ჯადოსნურ ელფერს ანიჭებს, ამის გამო მას „ცისფერ ტყესაც“ უწოდებენ. 

© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
ჰალერბოსის ტყე

ამბობენ მართლა ზღაპარში გეგონება თავი, თუ ტყეში აპრილის ბოლოს, დილაადრიან შეაბიჯებ, როცა მზის პირველი სხივი ნისლის საბურველის გარღვევას ცდილობს და ნამის წვეთებს უბრჭყვიალებს მაჩიტების ზანზალაკებს.

© photo: Sputnik / Stringerჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
ჰალერბოსის ტყე

ეს ტყე სულაც არ ჰგავს ჩვეულებრივ ველურ, უსიერ, გაუვალ ტყეებს…ის უფრო ხელოვნურად გაშენებულ მოზრდილ პარკს ჰგავს — 552 ჰექტარია…

CC BY-SA 4.0 / Tomoaki INABA / Bois de Halჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
ჰალერბოსის ტყე

ისტორიკოსები ამბობენ, რომ ამ ტყეს რომაელებიც უნახავს და ვიკინგებიც, რომ ოდესღაც მდინარე რეინიდან ჩრდილოეთის ზღვამდე იყო გადაჭიმული, ერთი სიტყვით უძველესი და მდიდარი ისტორია აქვს.

© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
1/9
ჰალერბოსის ტყე
© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
2/9
ჰალერბოსის ტყე
© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
3/9
ჰალერბოსის ტყე
© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
4/9
ჰალერბოსის ტყე
© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
5/9
ჰალერბოსის ტყე
© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
6/9
ჰალერბოსის ტყე
© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
7/9
ჰალერბოსის ტყე
© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
8/9
ჰალერბოსის ტყე
© Flickrჰალერბოსის ტყე
ჰალერბოსის ტყე - Sputnik საქართველო
9/9
ჰალერბოსის ტყე
1/9
ჰალერბოსის ტყე
2/9
ჰალერბოსის ტყე
3/9
ჰალერბოსის ტყე
4/9
ჰალერბოსის ტყე
5/9
ჰალერბოსის ტყე
6/9
ჰალერბოსის ტყე
7/9
ჰალერბოსის ტყე
8/9
ჰალერბოსის ტყე
9/9
ჰალერბოსის ტყე

გაზაფხულზე — აპრილიდან მაისის დასაწყისამდე ტყეს უამრავი ტურისტი და ფოტოგრაფი სტუმრობს. ტყის ბინადრები — ირმები, მელიები კურდღლები და ციყვები იმდენად შეეჩვივნენ ადამიანების ხშირ ვიზიტებს, კამერების წინაშე პოზირებასაც კი არ ერიდებიან. 

აი რაც შეეხებათ ზღაპრულ ფერიებს — ჯერჯერობით ვერც ერთმა ფოტოგრაფმა ვერ მახერხა მათი კამერით დაფიქსირება — ისე კი ამბობენ — გვინახავსო — მაგრამ ხომ იცით რწმენის ძალა — ამ ტყეში ყველა ხომ თავის ჯადოსნური ფერიის სანახავად მიდის! 


ყველა ახალი ამბავი
0