თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც დეპუტატები ქვეყნის ახალ მთავრობას — გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით, და ახალ სამთავრობო პროგრამას უყრიან კენჭს, შუადღისთვისაა დაგეგმილი.
გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გადაუგზავნა პარლამენტს მომავალი მთავრობის უახლოესი ოთხი წლის პროგრამა სახელწოდებით „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“.
პროგრამა მოიცავს მინისტრთა კაბინეტის მოღვაწეობის ყველა სფეროს და ბიზნესის, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების განვითარებაზე, ასევე სოციალური პრობლემებისა და უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაზეა ორიენტირებული.