საქართველოს პარლამენტი ქვეყნის ახალ მთავრობას, რომლის მეთაურადაც გიორგი კვირიკაშვილია დასახელებული, შაბათს, 26 ნოემბერს უყრის კენჭს.
იხილეთ Sputnik-ის ინფოგრაფიკა, თუ როგორ გადანაწილდა ადგილები საქართველოს მინისტრთა კაბინეტში.
ახალ მთავრობაში მხოლოდ ეკონომიკური გუნდია წარმოდგენილი ახალი შემადგენლობით. დანარჩენ სამინისტროებს ისევ 2016 წლის აგვისტოში დანიშნული მინისტრები უხელმძღვანელებენ.