სალომე გოგიაშვილი: მილანში დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი

© FB/Salome Gogiashviliსალომე გოგიაშვილი
სალომე გოგიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-ის ჟურნალისტი მერი ბლიაძე ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილს წარმოგიდგენთ.

იმისათვის, რომ ცხოვრება ლამაზ ზღაპარს დაემსგავსოს, ზოგჯერ უბრალოდ რწმენა და მოქმედებაც საკმარისია, წახვიდე სამოგზაუროდ, დაივიწყო პრობლემები, დატკბე მომენტებით, ისეირნო ქუჩებში, იარო შოპინგზე და იქიდან სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდე.

ნებისმიერ ადამიანს, რომ ჰკითხო, უყვარს თუ არა მოგზაურობა, უარს ძალიან ცოტა ადამიანი გეტყვის. და თუ ჰკითხავ სად იმოგზაურებდა, გიპასუხებს: ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, მაროკო, სტოკჰოლმი… ამ სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. სალომე გოგიაშვილის ოცნების ქალაქი კი მილანია. სალომე მოგიყვებათ, თუ რატომ მიიზიდა ასე ძლიერ ამ ქალაქმა.

სალომე გოგიაშვილი: მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესია. მითუმეტეს, თუ კარგ ქვეყანაში მიდიხარ დასასვენებლად. როგორც ყველა ადამიანს მეც ძალიან მიყვარს მოგზაურობა და ბევრს ვმოგზაურობ. 

😍

Фото опубликовано Salome Gogiashvili (@salomegog) Июл 4 2016 в 11:46 PDT

 

— ძირითადად როგორი ტიპის ქვეყნებში მოგწონთ მოგზაურობა?

— ძირითადად ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობ. ბოლო პერიოდში ჩამოვყალიბდი, რომ განსაკუთრებით მილანზე შეჩერდა ჩემი სიმპათია. უფრო ახლოს არის ჩემს  გემოვნებასთან, ხასიათთან. ეს ქალაქი ძალიან მიზიდავს და ემოციურად  ახლოს არის ჩემთან. როცა მოგზაურობაზე ვიწყებთ ფიქრს, სულ მინდა, რომ მილანში მოვხვდე.

 

 

რატომ მიგიზიდათ ამ ქალაქმა?

ძალიან მომწონს ამ ქალაქის არქიტექტურა, კლიმატი. განსაკუთრებით მომწონს ხალხი. ფანტასტიური, მოვლილი, გემოვნებიანი ხალხი ცხოვრობს. ამ ქალაქში ყველა ბედნიერია, ყველა გიღიმის და ეს დადებითად მოქმედებს ადამიანის ხასიათზე, განწყობაზე. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ამას ქუჩაში გრძნობ და ხედავ. ულამაზესი ქუჩები აქვთ. ყველაზე მიმზიდველი პროცესია შოპინგი და ამავე დროს განტვირთვის კარგი საშუალებაცაა. ეს ქალაქი უხვად იმეტებს ამ მადლს ადამიანებისთვის (იღიმის). იტალიელებს არაჩვეულებრივი კულინარია აქვთ და ამ კუთხით გამორჩეულები არიან. ვგიჟდები მათ კერძებზე, საოცრად გემრიელი სპაგეტები აქვთ, პიცა და ა.შ.

😎😜

Фото опубликовано Salome Gogiashvili (@salomegog) Сен 10 2015 в 3:11 PDT

 

ყველა მოგზაურობას თან ახლავს მოულოდნელობები, კურიოზები. რამე განსაკუთრებული ისტორიას ხომ არ გაიხსენებდით?

— კი, ძალიან ბევრი შემთხვევაა, მაგრამ ასე უცბად კონკრეტული შემთხვევა არ მახსენდება.

ახალ წელს თუ შეხვედრილხართ საზღვარგარეთ?

— არა, ახალ წელს ყოველთვის სახლში ვხვდებით ბავშვებთან ერთად. ეს უკვე ტრადიციად გვექცა, რადგან არ გვინდა ბავშვების მარტო დატოვება. ყველა ერთ ხმად შევთანხმდით, რომ ახალ წელს შევხვდებით სახლში, სრული შემადგენლობით.

 

თქვენ როგორ უმასპინძლდებით უცხოელ სტუმრებს?

— ჩემი მეუღლის საქმიანობიდან გამომდინარე, მას დიდი კონტაქტები აქვს და ბევრი უცხოელი მეგობარი ყავს, ამიტომ  უცხოელი სტუმრები ძალიან ხშირად გვყავს. დასათვალიერებლად ადგილებს იმის მიხედვით ვარჩევთ ვინ საიდან ჩამოდის. ღირსშესანიშნავი და ლამაზი ადგილები ჩვენს დედაქალაქს უხვად აქვს, ამიტომ მათი შერჩევა არ გვიჭირს. ტრადიციული კერძებითაც ამაყად ვიწონებთ ხოლმე თავს. ძალიან მოსწონთ ქართული სამზარეულო და აღფრთოვანებულები ბრუნდებიან თავიანთ ქვეყნებში. ყოველთვის გამოთქვამენ სურვილს, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან საქართველოში. ყველას მოსწონს ერთნაირი გართობა, კარგი მუსიკა, არაჩვეულებრივი ატმოსფერო, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ისეთ ადგილებში წავიყვანოთ, სადაც კარგად გაერთობიან. უცხოელებს ძალიან მოსწონთ ქართული ღვინო, რომელიც გამორჩევა განსხვავებული გემოთი, არომატით, ფერით. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი საცხოვრებლად გადმოვიდა საქართველოში. ვხუმრობ ხოლმე, მგონი ზედმეტად ვათვალიერებინებთ ჩვენს ქვეყანას. (იღიმის).

ქალაქი, სადაც თბილისის გარდა იცხოვრებდით…

— არც დავფიქრდებოდი ისე ვიცხოვრებდი მილანში. ეს არაერთხელ ავღნიშნე, თუმცა არავინ ამას სერიოზულად არ ღებულობს.

ყველა ახალი ამბავი
0