თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
„მინდა ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სამძიმარი და თანაგრძნობა გამოვხატო პრეზიდენტის ოჯახისა და კუბელი ხალხის მიმართ. მჯერა, რომ ფიდელ კასტროს სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს კუბისა და მსოფლიოს ისტორიაში», — ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მარგველაშვილის თქმით, ფიდელ კასტრო იყო განსაკუთრებული ლიდერი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და მეოცე საუკუნის მსოფლიოზე.