მაკა ჩიჩუამ ქალთა მიმართ ძალადობის საწინააღმდეგო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა

© Sputnik / Alexander ImedashviliСупруга президента Грузии Мака Чичуа принимает участие в спектакле "Семь"
Супруга президента Грузии Мака Чичуа принимает участие в спектакле Семь - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს პირველი ქალბატონის გარდა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილმა ქალბატონებმაც მიიღეს.

თბილისი, 26 ნოებერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ქალბატონმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დოკუმენტურ სპექტაკლში „შვიდი“ მიიღო მონაწილეობა, ეს პიესების კრებული გახლავთ ქალთა უფლებების შესახებ, იუწყება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.

„დღევანდელი პიესის კითხვა ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. პერსონაჟები არიან ის ქალები, რომლებმაც თავი დააღწიეს ამ მძიმე ხვედრს. ქალები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც შემდეგ თავად გახდნენ მებრძოლები სხვა ქალების დასახმარებლად და რომლებსაც საკმაოდ ეფექტურად გამოუვიდათ ეს საქმე“, — აღნიშნა მაკა ჩიჩუამ.

მისი თქმით, ეს არაჩვეულებრივი ქალები იყვნენ, „რომელთა გამომეტყველებაც კი ძალიან კარგად ასახავს იმ მდგომარეობას საიდანაც ისინი გამოვიდნენ“.

© Sputnik / Alexander Imedashviliსპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაკა ჩიჩუას მონაწილეობით
სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაკა ჩიჩუას მონაწილეობით - Sputnik საქართველო
სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მაკა ჩიჩუას მონაწილეობით

სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს პირველი ქალბატონის გარდა, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილმა ქალბატონებმაც მიიღეს.

პროექტის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა ფონდი საქართველოში“, შვედეთის ინსტიტუტი და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

ყველა ახალი ამბავი
0