თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ირანის თავდაცვის მინისტრმა ჰოსეინ დეჰგანმა განაცხადა, რომ ქვეყანა, აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთის ავიაციას ჰამადანში არსებულ „ნოჟეს“ სამხედრო ბაზაზე დაუშვებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „თასნიმზე“ დაყრდნობით.
„თუ ამას [სირიაში შექმნილი] ვითარება და პირობები მოითხოვს, როდესაც აუცილებელი გახდება მხარდაჭერის აღმოჩენა, ჩვენს შევასრულებთ ამ სამუშაოს“, — განაცხადა დეჰგანმა.
შეგახსენებთ: რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ირანის აეროდრომი „ჰამადანი“ პირველად მიმდინარე წლის აგვისტოში გამოიყენეს ტერორისტული ორგანიზაციების, „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ჯებჰათ ან-ნუსრას“ ობიექტებზე საჰაერო იერიშისას.